იმპერატორი და 18 მეძავი

გახსოვთ ადრიანო? ბრაზილიის ნაკრების, ინტერისა და პარმას ვარსკვლავი? რომელსაც სამშობლოში იმპერატორს ეძახდნენ…

ახლა ის 40 წლისაა, საფეხბურთო კარიერა კი 2016 წელს დაასრულა.

ახლახან ერთ-ერთმა ბრაზილიურმა გამოცემამ საინტერესო ამბავი გაისხენა. ადრიანოს ფრანგული ჰავრი იწვევდა. კონტრაქტი თითქმის გაფორმებული იყო, მაგრამ მოლაპარაკება ბოლო წამს ჩაიშალა. გულდაწყვეტილი ფეხბურთელი რიო-დე-ჟანეიროში გადაფრინდა, 18 მეძავი დაიქირავა და 13 ათასი გირვანქა გადაიხადა. ჯამში კი იმ ღამეს 25 ათასამდე გირვანქა დახარჯა.

საერთოდ ადრიანო ცნობილია უცნაურობებით. თავის დროზე მას ნარკოდილერობასაც აბრალებდნენ, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. შარშან სახლი და ყველა ნივთი გაყიდა მედლების გარდა. საცხოვრებლად ელიტარულ სასტუმროში გადავიდა, სადაც თვეში ცხოვრება 10 ათასი გირვანქა ღირს.

Adriano, pictured on an unrelated night out with friends, was an Inter Milan icon

Leave a comment

Your email address will not be published.