ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (70 კგ) მოუტანა.
ქართველმა ძიუდოისტმა იპონით ჯერ მექსიკელ ალვარეს რუვაკალბას აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ კაზუსა ოგავას სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. 24 წლის ქართველი პარაძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც პარალიმპიადების ისტორიაში ძიუდოისტთა შეჯიბრების ფინალში გასვლა შეძლო.