კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ინგლისეთა ფორვარდმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი მოუსპო. მან ბურთი კარს ზემოდან ააცილა. უმალვე სოციალურ მედიაში გამოჩნდა ძველი ვიდეო, რომელშიც ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მგეზავი და 2003 წლის მსოფლიოს თასის მფლობელი ჯონი ვილკინსონი ჰარი კეინს ასწავლის როგორ უნდა დაარტყას თერთმეტერიანი ისე, რომ კარს ზემოდან ააცილო. ჩვენო – ეუბნება ჯონი ჰარის – მსოფლიოს თასი ასე დარტყმით მოვიგეთო.
ინგლისელი ფეხბურთის ფანები მარცხს ჯონი ვილკინსონს აბრალებენ (Video)
