ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის პენალტის შესრულების დროს დანიელთა მეკარეს კასპერ შმეიხელს ინგლისელი გულშემატკივრები სახეზე მწვანე ლაზერს ანათებდნენ…
ინგლისელებმა ამავე მატჩისას უპატივცემულობა გამოხატეს დანიის ეროვნული ჰიმნის მიმართ…
მატჩის დასრულების შემდეგ კი სტადიონის შიგნით ფოიერვერკები გააშვეს…
ჰოდა, სამივე ამ ფაქტის შესახებ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და ზედ ფინალის წინ გამოაცხადა, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა.