საინტერესო ისტორია: 12 000 კილომეტრის სიშორეზე რომ ჩადიხარ და თამაში არ ტარდება

რა შუაშია მიხეილ მესხის სტადიონი, გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, ჩილე და ევროპის ჩემპიონატი? საინტერესო ისტორიაა.

ჯერ გუშინდელი ამბავი: იოვან კესტერნიჩი ჩილელი ფანია. ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან სპეციალურად ჩაფრინდა ინგლისში 7414 მილის (თითქმის 12 კილომეტრის)  სიშორეზე, რათა თავისი კერპის თამაში ენახა. კესტერნიჩის კერპი ფეხბურთელი ბენ ბრერეტონი გახლავთ, მაგრამ რა ამბავი დახვდა ინგლისში ჩასულ ფანს?

თამაში (ბლექბერნი-მილუოლი) თოვლის გამო გადაიდო და ამასთან, რომც ჩატარებულიყო, ბრერეტონს თამაშის წინა დღეს ტრავმა მიუღია და ვერ ითამაშებდა.

„გამარჯობა, იოვან! გავიგე, რომ ამ მატჩისთვის სპეციალურად ჩამოფრინდი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. მალე ვიქნები ფორმაში“ – დაწერა ბრერეტონმა Twitter-ზე, გუშინ კი შეხვდა თავის ფანს.

ვინ არის ასეთი ბენ ბრერეტონი? საქართველოდან ჩილეში

ეს გახლავთ 22 წლის ბენ ბრერეტონი. ახალგაზრდულ დონეზე ინგლისის სახელით გამოდიოდა, მერე კი ჩილეს ეროვნულ ნაკრებში დაიწყო თამაში და 16 სანაკრებო მატჩში 4 გოლიც გაიტანა. მათ შორის, წლეულს არგენტინასთან შესარჩევში… ალექსის სანჩესთან ერთად ქმნის დუეტს.

საინტერესოა, რომ ეს თავდამსხმელი ზუსტად 5 წლის წინ საქართველოში გამოჩნდა, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატში. ინგლისის ნაკრებში, მაუნტი-სესენიონი და სხვების კამპანიაში ჩემპიონი გახდა. ჯგუფში ბრერეტონმა გოლები გაუტანა გერმანიასა და ნიდერლანდებს. მიხეილ მესხისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე.

მერე რა მოხდა? მერე ის, რომ ბრერეტონის მამა ინგლისელი პოლიციელია, ხოლო დედა – ჩილელი ემიგრანტი. წლეულს მაისში ჩილელებმა ბიჭი თავიანთ ნაკრებში გადაიბირეს.

(პირველი ფოტო, სადაც 9 ნომრითაა, თბილისის მიხეილ მესხზეა გადაღებული)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *