ინგლისის ნაკრებმა, გახსნით შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა! ეს მეტოქის სტატუსის მიხედვით ადვილი ნამდვილად არ იყო – თუმცა, გამარჯვება აბსოლიტურად დამსახურებული გამოდგა.
პირველი ოცი წუთის განმავლობაში, ინგლისმა ის ფეხბურთი ითამაშა, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნევა. საერთოდაც, მთელი თამაშის განმავლობაში, მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტი შეაქმნევინა.
გოლის ავტორი რაჰიმ სტერლინგია, თუმცა მასში, საგოლე პასის ავტორს, ფილიპსს ნაკლები წვლილი არ მიუძღვის…