ინგლისს 2031 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურს

ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა 2031 წელს გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლოს. მსოფლიო რაგბი გადაწყვეტილებას, სად გაიმართება 2027 და 2031 წლის მსოფლიოს თასის შეხვედრები 2022 წლის მაისში მიიღებს.

2027 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის ფავორიტი ავსტრალიაა. თუმცა, განაცხადი აშშ-საც აქვს შეტანილი. ამერიკელები უფრო 2031 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ, ახლა, მათ სერიოზული ბრძოლა მოუწევთ ინგლისთან, რომელმაც უკვე ორჯერ ჩაატარა ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმი 1991 და 2015 წლებში.

“კარგი იქნებოდა თუ მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლობის უფლებას ისევ მოვიპოვებდით. ვფიქრობ, ამ ამოცანის გადაჭრისთის ბრძოლა საშუალებას მოგვცემს უფრო მობილიზებულნი გავხდეთ. ვნახოთ, რა გამოვა. ყველა შემთხვევაში ეს ძალიანს აინტერესო პროცესი იქნება” – თქვა ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ტომ ულიბემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *