Sky Sport-ის ინფორმაციით, ევერტონის ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს. სიგურდსონი გირაოს სანაცვლოდ მალევე გამოუშვეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.
თავიდან მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი დააკავეს, შემდეგ კი ფეხბურთელის ვინაობა გასაჯაროვდა. რაც შეეხება ევერტონის პოზიციას, გუნდი აცხადებს, რომ მხარს უჭერს გამოძიებას.
ისლანდიელი სიგურდსონი, რომელიც 31 წლის გახლავთ, ევერტონში 2017 წლის ზაფხულში სუონსიდან გადავიდა. წინა სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.