NBA-ს მიმდინარე სეზონში „ინდიანას“ კრიზისი გრძელდება. დღეს გამთენიისას „პეისერზი“ სტუმრად დაუპირისპირდა „მაიამის“ და მორიგი მწარე მარცხი იწვნია 96:125.
„ჰიტს“ სასტარტო ხუთეულის 3 ლიდერი აკლდა ჯიმი ბატლერის, ბამ ადებაიოს და პი ჯეი ტაკერის სახით, თუმცა ერიკ სპოელსტრას გუნდმა ერთი ამოსუნთქვით გადაურბინა მეტოქეს და სეზონში მე-19 გამარჯვება იზეიმა.
შეხვედრის სტარტზე „ინდიანა“ 5 ქულიანი სხვაობით გალიდერდა, თუმცა ამის შემდეგ „მაიამი“ ზღაპრულად ათამაშდა – გუნდი ლამაზ, კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდა და მუდმივად ახერხებდა პერიმეტრზე მარტო დაეტოვებინა მსროლელი, რომელიც მაღალი სიზუსტით ესროდა სამქულიანს.
მასპინძლებმა პირველი მეოტხედი 33:21 მოიგეს, მეორე პერიოდი 35:24 და შეხვედრაში ინტრიგა ფაქტობრივად მოკლეს. „ინდიანას“ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ ფეხის ტრავმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა გუნდის ლიდერმა მალკომ ბროგდონმა, მის გარეშე კი „ჰიტმა“ პერიმეტრიდან „აიკლო“ მეტოქის კალათი.
მასპინძლემა კალათბურთელებმა 22 სამქულიანი ჩაუგდეს მეტოქეს და გუნდის ფრენჩაიზ რეკორდი მეოთხედ გაიმეორეს. 26-26 ქულა ქონდათ „მაიამის“ სნაიპერებს ტალერ ჰიროს(5 სამქულიანი) და დანკან რობინსონს (6 სამქულიანი).
მატჩის კულმინაცია კი ძირითადი დროის დასრულებამდე 1:36 წუთით ადრე შედგა, როდესაც „ჰიტის“ მარადიულმა კალათბურთელმა უდონის ჰასლემა, 41 წლის ასკაში თავისი მორიგი სამქულიანი ჩააგდო.
ერიკ სპოელსტრას გუნდში ჯამში 75 ქულა დააგროვეს ისეთმა კალათბურთელებმა, რომელბიც თავისდროზე NBA-ს დრაფტზე არ აირჩის – (მაქს შტრაუსი, მარკუს გარეტი, გაბი ვინსენტი, ომერ იურტსევენი).
„ინდიანას“ რიგებში 7 წუთი ითამშა გოგა ბითაძემ, რომლის ანგარიშზეც 2 ქულა იყო. „პეისერზის“ კრიზისი გრძელდება….