NBA-ს მიმდინარე სეზონში “ინდიანა“ საკმაოდ „მძიმედ“ გამოიყურება. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა 26 გამართული თამაშიდან 16 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.
კლუბის ხელმძღანელებმა გადაწყვიტეს, რომ დროა რაღაც შეიცვალოს გუნდში და წამყვანი მოთამაშეების გაცვლას აპირებენ. ESPN-ის ინფორმაციით „ინდიანა“ მზად არის სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში NBA-ს რომელიმე გუნდში გაცვალოს კარის ლევერტი, დომანტას საბონისი ან მაილზ თერნერი.
„პეისერზმა“ გადაწყვიტა ახალგაზრდული გუნდი შექმნას, რაც გასახარი ინფორმაციაა, რადგან 3 წელია კლუბის რიგებში ირიცხება გოგა ბითაძე, რომელსაც დიდი სათამაშო დრო ნამდვილად არ ეძლევა.
თუ „ინდიანა“ „რებილდინგის“ პროცესს დაიწყებს და გუნდიდან გაუშვებს საბონისი-თერნერის დუეტს, ამით ქართველ ცენტრი იხეირებს და სოლიდური სათამაშო დრო დაეთმობა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ინდიანაპოლისის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გავიდა, ფლეი ინ-ში ითამაშა, თუმცა პლეიოფის საგზური ვერ მოიპოვა.