ინდიან უელსის ტურნირმა დიდი დანაკლისი განიცადა

7 ოქტომბერს სტარტს აიღებს ინდიან-უელსის მასტერსი, რომელიც ტრადიციულად 10 დღეს გაგრძელდება და 17 ოქტომბერს დასრულდება.

ბოლო მომენტში ქალთა ბადეს მოეხსნა მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი – ეშლი ბარტი. ავსტრალიელ ჩოგბურთელს უარის მიზეზები არ აუხსნია, მის ნაცვლად კი ტურნირზე პოლონა ჰერცოგი იასპარეზებს.

null

გულშემატკივრების დიდი იმედების მიუხედავად ინდიან-უელსზე არ იქნება არც სერენა უილიამსი, რომელიც აგრძელებს ტრავმების მოშუშებას და ჯერჯერობით არ არის მზად WTA TOUR-ზე დასაბრუნებლად.

დიდი ინტერსი გამოიწვია ნაომი ოსაკას განცხადებამ, რომ მისთვის პაუზა დასრულდა და იგი მზადაა ინდიან უელსში სათამაშოდ, თუმცა საბოლოო ჯამში იაპონელმა მაინც უარი თქვა და ისიც ჩაეხსნა სატურნირო ბადეს.

null

ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეთა გარდა, ამერიკულ მასტერსზე სხვადასხვა მიზეზების გამო არ იასპარეზებენ ვან ციანი, ლაურა ზიგმუნდი და იოჰანა კონტა. სამაგიეროდ კორტს უბრუნდება მსოფლიო რეიტინგის მე-6 ჩოგანი სოფია კენინი.

null

მამაკაცთა ბადეში არ იქნებიან რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი და როჯერ ფედერერი. მათ ადგილს ინდიან უელსის ძირითად ბადეში დაიკავებენ სტენ ვავრინკა, მილოშ რაონიჩი და ბორნა ჩორიჩი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *