ინიესტა: ვინც მესის საუკეთესოდ არ თვლიდა…

ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა ლეო მესიზე და თავის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებაზეც… ასევე პედრიზე, რომელსაც ადარებენ.

„ჩემთვის მესი ისედაც საუკეთესო იყო, თუნდაც ვერ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. ვფიქრობ, მუნდიალი აქ არაფერ შუაშია. ვინც მესის საუკეთესოდ არ მიიჩნევდა, ახლაც მონახავს მიზეზს, რომ არ მიიჩნიოს. ჩემთვის კი ისტორიაში პირველია.

…ბარსელონაში დაბრუნება და ჩავის ასისტენტობა? ვნახოთ. შეუძლებელი ნამდვილად არაა, მაგრამ რთული იქნება სხვადასხვა ნიუანსების გამო. ბარსელონას მოგებები სულ მინდა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც დავბრუნდები, ხოლო კონკრეტულად რას გავაკეთებ ბარსაში, ჯერ არ ვიცი.

…პედრი პედრია, მას თავისი გზა აქვს. განსხვავებულები ვართ. პედრის სათამაშო სტილი მომწონს, კარგად ეპყრობა ბურთს და დიდი ტალანტი აქვს“ (Sport.es)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *