ნაპოლიმ ახალდაწყებილ სერია A-ს სეზონში ექვსიდან ექვსივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. თუმცა მათი კაპიტანი, ლორენცო ინსინიე, თანაგუნდელებს აფრთხილებს – ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვან.
„სეზონი ჩინებულად დავიწყეთ, მაგრამ რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. წინ ხანგრძლივი სეზონია და დროა ღრუბლებიდან მიწაზე დავეშვათ, თორემ მწარედ დავისჯებით.
მწვრთნელს სურს ჩვენი სამუშაოსგან სიამოვნება მივიღოთ. მე კი, როგორც კაპიტანი, გეტყოდით, რომ მნიშვნელოვანია ილუზიებიდან გამოვიდეთ, მიწაზე დავბრუნდეთ, რათა მყარად დავდგეთ ფეხზე.
წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ერთი ქულა დაგვაკლდა. ამიტომ, წარმატებისთვის მეტი სიფხიზლეა საჭირო“, – თქვა ინსინიემ.