ამჟამად იტალიის ნაკრების ათიანი არც რობერტო ბაჯოა, არც ალექსანდრო დელ პიერო და არც ფრანცესკო ტოტი, მაგრამ შედარება შორს წაგვიყვანს: ლორენცო ინსინიე ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, ორი გოლი გაიტანა ამ ევროპის ჩემპიონატზე და განსაკუტღებით ბელგიასთან იყო მნიშვნელოვანი (და ლამაზიც).
მეუღლეც ლამაზი ჰყავს. ჯენოვეფა დარონე. ისინი 9 წელია ერთად არიან. შარშან მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო ინსინიეს: 200 000 ევროს ღირებულების მანქანა Lamborghini Huracan EVO აჩუქა დაბადების დღეზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ჯენოვეფა (ჯენისაც ეძახიან) ტელეწამყვანი გახლდათ, ბოლო წლებში კი აქტიურად აღარ მუშაობს.
სხვათა შორის, 5 წლის წინ წყვილი შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს. მანქანა გააჩერებინეს და იარაღის მუქარით ძვირფასეულობა წაართვეს.
163 სანტიმეტრი… ინსინიე დაბალია და ამბობს, რომ სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, სულ ჰქონდა პრობლემები
„მიწუნებდნენ. ასე იყო “ინტერის”, “ტორინოს” და “ნაპოლის” აკადემიაშიც კი. შეგიძლია ბევრი იმუშაო ტექნიკაზე, გამძლეობაზე, მაგრამ სიმაღლეს რას უზამ?! ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ დილით ცოტა მაღალი ვიქნებოდი. მამაჩემს ვუთხარი: “დავივიწყოთ ფეხბურთი, მე არსად აღარ ვცდი ბედს”. თუმცა მამამ აქეთ მკითხა: “ფეხბურთი თუ არა, აბა, რის გაკეთებას აპირებ ცხოვრებაში?”.