ინსი რანგნიკის წინააღმდეგ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა პოლ ინსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან გუნდის პროგრესს ვერ ხედავს.

See the source image

„მართალი გითხრათ, რანგნიკის მოსვლის შემდეგ გუნდის პროგრესს ვერ ვხედავ. ეს სიტუაცია იმ დროს მასხენებს, როცა სულშერი მოვიდა იუნაიტედში. თავიდან მას საკმაოდ იოლი კალენდარი შეხვდა, მატჩები კარდიფის დონის მეტოქეებთან. თანაც მან გუნდი მოურინიუს შემდეგ ჩაიბარა, რომელიც ფეხბურთელებს არ უყვარდათ და შიდავითარებაც დაძაბული იყო.

დაახლოებით ასეთივე კალენდრით დაიწყო რანგნიკმაც. თუმცა კრისტალ პალასთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, მანჩესტერი ერთობ საშუალოდ გამოიყურებოდა.

ნებისმიერ გულშემატკივარს ჰკითხეთ, დაინახა თუ არა გუნდის პროგრესი ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში. ცხადია, პასუხი – არა, იქნება.

მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა. ის ხომ ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში. მნიშვნელოვანი, თუმცა ძალიან რთულიც“, – ციტირებს ინსის სიტყვებს ინგლისური პრესა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *