ინსპირაცია – მამაკაცი ოლიმპიური სოფლის გარეთ ყოველდღე იდგა და სპორტსმენებს ამხნევებდა

ტოკიო 2020 მართლაც წლის საოცარ სანახაობად იქცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გულშემატკივრები მხოლოდ ტელევიზორების ეკრანებიდან ადევნებდნენ ოლიმპიადას თვალს და ტრიბუნებიდან მათი ტაში თუ შეძახილები არ ისმოდა. თავის მხრივ, ეს სპორტსმენებისთვის მეტნაკლებად დაძაბულ გარემოს ქმნიდა და მათგან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო როგორც გამარჯვების მოსაპოვებლად, ისე მარცხთან შესაგუებლად…

სწორედ ამიტომ, ერთმა მამაკაცმა გადაწყვიტა, სპორტსმენებისთვის შეეხსენებინა, რომ მაშინაც კი, თუ მათ ვერ მიიღეს ოქრო, ვერცხლი ან ბრინჯაო, ისეთი შესანიშნავი მოასპარეზეები არიან. ანონიმური გულშემატკივარი ტოკიოს ოლიმპიური სოფლის გარეთ დილის 7:15 საათზე ჩნდებოდა – ზუსტად მაშინ, როდესაც სპორტსმენების ავტობუსები მიდიოდა.

“დილა მშვიდობისა, სპორტსმენებო! მაშინაც კი, თუ მედალს ვერ მიიღებ, საუკეთესო ხარ! ასე რომ, ირწმუნე საკუთარი თავის!”…

22 ივლისიდან 8 აგვისტომდე ყოველ დილით ქუჩაში ორი საათის გატარების შემდეგ მისმა მოტივაციურმა სიტყვებმა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება. ის სოციალურ მედიას ვირუსულად მოედო, რადგან სპორტსმენები დიდ მადლიერებას გამოხატავენ მისადმი. “მსოფლიოს ეს უფრო სჭირდება. ასეთი გზავნილი, ასეთი მხარდაჭერა, ასეთი ერთგულება, ასეთი გულწრფელი სიკეთე, ასეთი ადამიანობა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *