მაიმის ინტერის პრეზიდენტი, ხორხე მასი მესის ტრანსფერთან დაკავშირებით იმედიანადაა განწყობილი.
მოგეხსენებათ, არგენტინელს ბარსელონადან წასვლა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, სამ კვირაში შეეძლება.
“დევიდი [ბექჰემი] და მე ბევრს შრომობთ, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები კლუბში მოვიყვანოთ. მესი ეპოქალური მოთამაშეა, სავარაუდოდ, ყველა დროის საუკეთესოც.
ის რომ ინტერში ითამაშებს, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა და მინდა ეს კლუბი მსოფლიო გრანდად ვაქციო”