ინტერი კვლავ მანჩესტერის ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს

ინტერს მანჩესტერიდან დონი ვან დე ბეეკის იჯარით დამატება სურს. იტალიელები ნიდერლანდელს კრისტიან ერიკსენის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა.

მოგეხსენებათ ნერაძურიში ფინანსური პრობლემებია და სწორედ ამიტომ უნდათ იჯარა და არა შეძენა. რაც შეეხება ვან დე ბეეკს, იუნაიტედმა იგი შარშან ზაფხულს დაიმატა, თუმცა გაცემულ ავანსებს ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ინტერმა მიზანს მიაღწია, ეს არ იქნება ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა, როცა ნერაძური იუნაიტედის მოთამაშეს დაიმატებს. მილანელებმა ოლდ ტრაფორდიდან რომელუ ლუკაკუ და ალექსის სანჩესი წაიყვანეს.

ინტერმა გასულ სეზონში 2010 წლის შემდეგ პირველად სერია ა მოიგო. გუნდმა 91 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან მილანს 12 ქულით აჯობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *