ინტერმა ლაუტარო შეაფასა

ლაუტარო მარტინესმა ზაფხულში შესაძლოა ინტერი დატოვოს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნერაძური მზად არის არგენტინელი გაყიდოს თუ მის მაგივრად 90 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ლაუტაროთი 3 ესპანური გუნდი, ბარსელონა, რეალი და ატლეტიკო არიან დაინტერესებულები. თავად ფეხბურთელი დიდი ხანია არ მალავს, რომ ბლაუგრანაში თამაში სურს.

მარტინესი ინტერშ 2018 წლის ზაფხულში არგენტინული რასინგიდან გადავიდა. ბოლო სეზონში მან 47 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი მიითვალა და გუნდს სერია ა-ს მოგებაში დაეხმარა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *