ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალებში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა – ინტერმა პორტუ მიიღო, ხოლო ლაიფციგმა სიტი. ორივე მატჩში ისეთი ანგარიშები დაფიქსირდა, რომ ინტრიგა განმეორებით შეხვედრებში დაგვიტოვა – ნერაძურიმ დრაკონები მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, ხოლო ქალაქელებმა გერმანიაში გამარჯვება ვერ მოიპოვეს (1:1).
დავიწყოთ ლაიფციგისა და სიტის შეხვედრით. მატჩი ბევრი მომენტით არ გამოირჩა, მასპინძელთა უხეში შეცდომის შემდეგ მაჰრეზმა გაიტანა და მანჩესტერელებმა ტაიმი ასე მოიგეს. რაც შეეხება ლაიფციგის გოლს, მეორე ტაიმის სტარტზე მოპოვებული უპირატესობის შედეგია, რამდენიმე მომენტი შექმნეს და იოშკო გვარდიოლის თავურით ანგარიში გაათანაბრეს. სულ ეს იყო, ყველაფერი ეტიჰადზე გადაწყდება.
რაც შეეხება ინტერისა და პორტუს მატჩს, საკმაოდ თანაბარი შეხვედრა მივიღეთ, თან სად – სან სიროზე. ინტერმა მოიგო (ლუკაკუს გვიანი გოლით), მაგრამ ეს ანგარიში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევთ, მით უფრო დარგაუზე, როცა დრაკონები ფორმაში არიან…