ინფანტინო: “შეხედეთ, ვინ ებრძვის ამ იდეას…”

 

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ის ხალხი გააკრიტიკა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

მოგეხსენებათ, უეფა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია, პრემიერ ლიგა და სხვა ბევრი ორგანიზაცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია

“ვინც ამ იდეას მხარს არ უჭერს, ისინი სათავეებთან დგანან. ასე ხდება ყველგან, როცა რეფორმებისა და ცვლილებების დრო დგება.

ამ ხალხს არაფრის შეცვლა სურთ, იმიტომ რომ წამყვან პოზიციებზე არიან. მათ მცირე ცვლილებებიც აშინებთ, რათა მათ მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქროს.

მათიც გვესმის, ამ სიმაღლეზე ასვლა ადვილი არ იყო, რასაც ვესალმებით და ტაშს ვუკრავთ. ისინი ყველასთვის სამაგალითონი არიან, მაგრამ, ამავე დროს, კარი არ უნდა დავკეტოთ, იმედი და შესაძლებლობები სხვებსაც უნდა მივცეთ.

გვინდა აფრიკულმა ფეხბურთმა მსოფლიოში გაიბრწყნოს, მეტი შესაძლებლობები გვინდა,” – თქვა ინფანტინომ აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციაზე.

 

Leave a comment

Your email address will not be published.