მესუთ იოზილმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა. მან ამ თემაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.
“ბევრი ფიქრის შემდეგ მინდა პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განვაცხადო. მაქვს პრივილეგია რომ 17 წლის განმავლობაში პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში როცა რამდენიმე ტრავმა მივიღე, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ დიდი საფეხბურთო არენის დატოვების დრო იყო.
ეს იყო საოცარი მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციებით. მადლობას ვუხდი შალკე 04-ს, ბრემენის ვერდერს, მადრიდის რეალს, არსენალს, ფერერბახჩეს, ბაშაქშექირს, ასევე მწვრთნელებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს და უახლოეს მეგობრებს. ისინი ჩემი დიდი მოგზაურობის ნაწილი იყვნენ და პირველივე დღიდან დიდ ენერგიას მაძლევდნენ. მათგან დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობდი, როგორდ კარგ ასევე ცუდ მომენტებში.
ახლა მოუთმენლად ველი, ყველაფერს, რაც წინ მელოდება, ჩემს ლამაზ ოჯახთან ერთად. დრო და დრო შეგეძლებათ სოციალური ქსელის საშუალებით მნახოთ.” – დაწერა 34 წლის იოზილმა.
მესუთ იოზილმა კარიერის განმავლობაში 645 მატჩი ჩაატარა, 114 გოლი გაიტანა და 222 საგოლე გადაცემა გააკეთა. იოზილმა ლა ლიგა, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იოზილმა გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა გააკეთა.