30 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა – იოჰანა კონტამ კარიერა დაასრულა.
‘ბავშვობიდანვე დამძახოდნენ, რომ ჩოგბურთში არაფერი გამომივიდოდა და ტყუილად ვწვალობდი, თუმცა ღმერთმა ისეთი ადამიანები გამომიგზავნა, რომლებიც მომეხმარნენ ჩემი ოცნების ასრულებაში. უდიდესი შრომის, მცირედი გამართლების და საჭირო ადამიანების დახმარების ფონზე გავხდი სწორედ ისეთი ჩოგბურთელი, როგორზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.
ქრონიკული ტრავმები აღარ მაძლევს საშუალებას გავაგრძელო საჩოგბურთო კარიერა, დრო მოვიდა რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყო.”
საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში იოჰანამ WTA-ს 4 ტურნირი მოიგო, სხვადასხვა წლებში იყო ავსტრალიის ღია პირველობის, როლან გაროსის და უიმბლდონის ტურნირების ნახევარფინალში. 2017 წლის 17 ივლისს კონტა მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანი გახდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.