ირაკლი აზაროვი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გახდა

სფფ-ს ყოველ წლიურ დაჯილდოვებაზე, სხვა და სხვა ნომინაციებში წლის საუკეთესოებს ავლენენ. 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დინამო ბათუმის და საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი გახდა.

აზაროვს მშვენიერი წელი ჰქონდა. მან დინამო ბათუმთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ევროტურნირებზეც კარგად ითამაშა. 19 წლის ფეხბურთელმა ბატესთან შესანიშნავი გოლითაც დაგვამახსოვრა თავი.

აზაროვს წელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ქვეყნის მთავარ გუნდში მან 6 მატჩი ჩააატარა.

Leave a comment

Your email address will not be published.