“ბრუკლინს” და “დალასს” შორის შესრულებული ხმაურიანი ტრეიდის შემდეგ კაირი ირვინგი ტეხასურ კლუბში აღმოჩნდა. დღეს, ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა “მავერიქსის” შემადგენლობაში და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.
“მე იქ მინდა ვიყო, სადაც ბოლომდე დამაფასებენ. ბრუკლინში ყოფნის პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არც მე მცემდნენ სათანადო პატივს და არც ჩემს საკალათბურთო ნიჭს.
მე ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა ჩემს შრომისმოყვარეობაზე არავინ არ საუბრობს. ყველას ის უფრო აინტერესებს, მოედნის გარეთ რას ვაკეთებ.
მე მინდა რომ ეს სიტუაცია შევცვალო და საკუთრი ისტორია თავიდან დავწერო. “დალასში” მე ამის შესაძლებლობა მექნება – კონცენტრაცია გავაკეთო საკუთარ თავზე და მაქსიმუმი გავაკეთო.”
კაირის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ბრუკლინის” უკანა ხაზს ახალი ლიდერი ყავს კემ ტომასის სახით. 21 წლის გამთამაშებელმა ზედიზედ 3 მატჩში 40+ ქულა ჩააგდო და NBA-ს რეკორდი დაამყარა.
კემმა “ვაშინგტონს” 44 ქულა ჩაუგდო, “კლიპერისის” წინააღმდეგ 47 ქულა დააგროვა, ხოლო დღეს გამთენიისას “ფინიქსთან” 43 ქულა დააგროვა.