ნოემბრის ტესტების მეორე სათამაშო დღე პირველზე ბევრად საინტერესო გამოდგა. უძლევემა ახალი ზელანდიის ნაკრებმა დუბლინში, ავივა სთედიუმზე წააგო ირლანდიის ეროვნულ გუნდთან – 20:29.
ოლ ბლექსმა პირველი ტაიმი ხუთი ქულის სხვაობით მოიგო – 10:5. თუმცა, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, აშკარად ჩანდა, რომ ირლანდია იოლად არაფერს დათმობდა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი სამყურებმა ანგარიში გაათანაბრეს – 10:10. 51-წუთზე მასპინძლებმა მეტოქეს მესამე ლელო გაუტანეს, ანგარიშში დაწინაურდნენ და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. სამყურებმა სამ ლელოს ოთხი საჯარიმოც მიაყოლეს და 29:20 მოიგეს.
ირლანდიელებიდან ლელოები გაიტანეს რონანა კელეჰერმა, კილან დორისმა, და ჯეიმს ლოუმ. ოლ ბელქსმა კი, მხოლოდ ორი ლელო მიითვალა, რომელბიც ვილ ჯორდანისა და კოდი ტეილორის ანგარიშზე.
ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ შოტლანდიის შინ დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან – 15:30. ბოკემ პირველი ტაიმი 8:10 წააგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ტემპს უმატა, რამაც მასპინძლების უდისციპლინო თამაში გამოიწვია. სტუმრებმა ექვის საჯარიმო გაიტანეს. ორი ლელო კი, გარემაბის მაკაზოლე მაპიმპის ანგარიშზეა. ასევე ორი ლელო მიითვალა სკოტების ფულბეკმა სტიუარტ ჰოგმა.
ზედიზედ მეორედ დამარცხდა ავსტრალიის ნაკრები. შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ ვოლაბები ვერას გახდნენ ინგლისთან და თვიქნემზე 15:32 წააგეს.
მორიგი მარცხი იწვნია იტალიის ნაკრებმაც. სკუადრა აძურა ამჯერად შინ დამარცხდა არგენტინასთან 16:37. არგენტინელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 22:6 მოიგეს. სულ კუ, პუმებმა მასპინძლებს ხუთი ლელო გაუტანეს, რაზეც საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღეს.
ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-ს.აფრიაკ 15:30
იტალია-არგენტინა 16:37
ბელგია-კანადა 0:24
ირლანდია-ახ.ზელანდია 29:20
ინგლისი-ავსტრალია 32:15
ბარბაროსები(საფ)-ტონგა 42:17
პორტუგალია-იაპონია 25:38
14 ნოემებრი
უელსი-ფიჯი
საფრანგეთი-საქართველო