ისევ დაჯგუფებები? L’equipe: ვეინალდუმს ხელს უშლიან

L’equipe-მ უკვე მეორედ დაწერა, რომ პსჟ-ში სამხრეთამერიკელებს ცალკე დაჯგუფება აქვთ და მთავარი სიტყვა მათ ეთქმით. აქ დიდად გასაკვირი არაფერია, დაჯგუფებები ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე ხშირად უშლიან ხელს „უცხოებს“.

ამჯერად ჯორჯინიო ვეინალდუმზე… წერენ, რომ ნიდერლანდელს ადაპტაცია გაუჭირდა, რადგან სამხრეთამერიკელები თავისიანად არ იღებენ და არგენტინელი ლეანდრო პარედესის კონკურენტად განიხილავენ. შეგახსენებთ, ვეინალდუმი ლივერპულიდან გადავიდა პსჟ-ში.

დაახლოებით ერთი თვის წინ იგივეს წერდნენ ჯანლუიჯი დონარუმაზე. კოსტარიკელი კეილორ ნავასი სამხრეთამერიკელებთან მეგობრობს და იტალიელსაც ამიტომ უჭირსო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *