ლუის ვან გაალს 2016 წლის მერე არ უმუშავია. ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა. და აი, ნიდერლანდურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია: ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელობის N 1 კანდიდატია. როგორც იცით, ფრანკ დე ბური ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მერვედფინალში გავარდნისთვის მოხსნეს.
ვან გაალი 2000-2002 და 2012-2014 წლებში გახლდათ ნაკრებში. პირველი ცდა საშინელი შედეგებით დაასრულა, როცა ნარინჯისფერები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ, ხოლო მეორედ ისევ მსოფლიოზე ნახევარფინალამდე მიიყვანა გუნდი.
ვან გაალის უმთავრესი მიღწევა: აიაქსი-1995, ჩემპიონთა ლიგი მოგება.
ცნობილი სპეციალისტი ერთ თვეში 70 წლის გახდება.