ისევ ნული! 30 დარტყმა და რისთვის?..

კოლუმბია-პერუ 0:1. წარმოიდგინეთ, კოლუმბიამ ზედიზედ 6 მატჩში ვერ გაიტანა გოლი… და მარტო პერუსთან 30-ჯერ დაარტყა კარისკენ. 30-ჯერ! თუმცა აქედან მხოლოდ 2 წავიდა კარის ჩარჩოში, ხოლო პერუმ ერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა. პლუს, ხამეს-ფალკაო-კუადრადოს გუნდმა 13 კუთხური ჩააწოდა.

 

ამჯერადაც ძალიან არ გაუმართლათ. პერუმ 85-ე წუთზე ფლორესის ზუსტი გასროლით მოიგო. ახლა პერუა მსოფლიოს შესარჩევში მეოტხე ადგილზე, თუმცა კოლუმბიელებს რჩებათ შანსი. შესარჩევის 10 გუნდიდან 4 პირდაპირ გავა, მეხუთე კი ფლეი-ოფში მოხვდება.

 

კოლუმბია კი ასეთი ფეხბურთელებით და ამდენი შეტევის მერე როგორ „ახერხებს“ გოლის ვერგატანას, საოცარია…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *