ისევ! ფატი ტრავმამ აატირა

ანსუ ფატი ცრემლებით გავიდა მოედნიდან. ბარსელონას ათიანი ბილბაოსთან თასის მატჩის 96-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს 2:2 იყო და მერე ბილბაოელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს – 2:3.  მოკლედ, ბარსა გავარდა და პლუს, ფატის ტრავმაც დაემატა ცუდ ამბავს.

გამოჩნდა, რომ ანსუს იმ მომენტში არავინ შეხებია. გარბოდა, ტემპს აუჩქარა და ამ დროს შეექმნა პრობლემა.

ბარსელონამ გამოაცხადა: 19 წლის შემტევს მარცხენა ბარძაყი აქვს დაზიანებული. დიდი შანსია, ფატის ორი თვე გაუცდეს.

ტრავმებმა ძალიან გააწვალა, არადა 17 წლის რომ იყო, უკვე შეეჩვია ბარსას ძირითადს და ესპანეთის ნაკრებშიც კარგი მატჩები ჩაატარა. სამწუხაროა, რომ იქიდან მოყოლებული თითქმის სულ მკურნალობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *