“ისე მოხდა, როგორც ველოდი” – საგინაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

გუშინ, დუბაიში გამართული King Of The Table 4, ლევან საგინაშვილის ტრიუმფმა დააგვირგვინა. ქართველმა ჰალკმა, ლეგენდარული კანადელი მკლავჭიდელი, დევონ ლარატი, უშანსოდ, 6:0 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, ლევანმა, შეხვედრაზე ისაუბრა:

“ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვთქვი და ველოდი. მისგან განსაკუთრებული ძალა არ მიგრძვნია. ახლა დავისვენებ და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს მსოფლიოს მაშტაბით, ჩვენ ეს შევძელით!”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *