“ისინი დიეგოს სიკვდილით ბიზნესს იწყობენ…”

14 დეკემბერს საუდის არაბეთში დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართება მატჩი: ბარსელონა-ბოკა ხუნიორსი… დიეგოს ქალიშვილებმა, დალმამ და ჯანინამ განაცხადეს, რომ ამ თამაშს არ დაესწრებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს ბიზნესის სახე ეძლევა.

„ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს იწყობენ“ – თქვა დალმამ.

დიეგოს ქალიშვილებმა გააკრიტიკეს მატიას მორლა, რომელიც ამ შეხვედრის ერტ-ერთი ორგანიზატორია:

„ეს ადამიანი დიეგოს გაეცნო როგორც გულშემატკივარი, ახლა კი აცხადებს, რომ მისი საიმიჯო უფლებების მფლობელია. და თან ამბობს, რომ დიეგოს შვილებს თურმე არანაირი უფლებები არ გააჩნიათ ამ მატჩის ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით“ – დაამატა დალმამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *