“ისიც არ ვიცი, ვის ეთამაშება ევერტონი…”

ხამეს როდრიგესმა Twitch-ის პირდაპირ ჩართვაში უცნაური რამ თქვა. კოლუმბიელი ჯერ კიდევ ევერტონის ფეხბურთელია, მაგრამ ასე განაცხადა:

„ისიც კი არ ვიცი, ვის ეთამაშება ევერტონი. თუ შეიძლება, მითხარით“.

ხამესი გუნდის ახალი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის გეგმებში არ შედის. რბილად რომ ვთქვათ, არც კოლუმბიელი იწვება დარჩენის სურვილით, ამიტომაც სავარაუდოდ, მალე გადავა ახალ გუნდში.

როგორც წერენ, ყველაზე სავარაუდო მილანის ვარიანტია. თუმცა ინგლისურ პრესაში იწერება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის (2014) საუკეთესო ბომბარდირის მიმაღტ დიდი ინტერესი არ იგრძნობა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *