ესპანელმა ნახევარმცველმა ისკომ კარიერა შესაძლოა ოლიმპიაკოსში გააგრძელოს. ცნობა Todofichajes-მა გაავრცელა. ალარკონი ამჟამად თავისუფალი აგენტია და მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული. რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, ესპანელის დამატება თურქულ ქონიასპორსაც სურს.
ისკოს რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში დაუმთავრდა და შემდეგ სევილიას შეუერთდა, სადაც დეკმბრამდე ითამაშა. გადაწყვეტილი იყო, რომ მას კარიერა უნიონ ბერლინში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა გარიგება ჩაიშალა.
რაც შეეხება ოლიმპიაკოს, გუნდის საბერძნეთის ჩემპიონატში 43 ქულით მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიაკოსის ღირსებას, რეალიდან ისკოს 2 ყოფილი თანაგუნდელი მარსელო და ხამეს როდრიგესი იცავენ.