ისკო – ახალი გუნდი და ახალი მიზნები

ესპანელი ნახევარმცველი ისკო კარიერას სევილიაში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალურმა საიტმა ინფორმაცია უკვე დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ისკო თავისუფალი აგენტი გახლდათ და სევილიას ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ მოუწია. ალარკონი ბოლოს მადრიდის რეალში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 9 წელი დაჰყო. განვლილი 9 სეზონის განმავლობაში ისკომ რეალში ლა ლიგა (3), ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი (3), ჩემპიონთა ლიგა (5), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (4) მოიგო. წინა სეზონში ისკომ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება სევილიას, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 70 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ჟულიან ლოპეტეგის შეგირდები ახალი სეზონის პირველ ტურში, ოსასუნას შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.