ისკომ კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. Marca-ს ინფორმაციით, მისი დამატება ქონიასპორს სურს. მოგეხსენებათ ალარკონი თავისუფალი აგენტია და თურქებს მიზნის მიღწევა წესით ძვირი არ უნდა დაუჯდეთ. სათქმელია, რომ ისკოსადმი ინტერესს კატარული კლუბიც იჩენს.
ისკოს შარშან ზაფხულში რეალთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ესპანელი სევილიას ფეხბურთელი, თუმცა ანდალუსიელებთან ხელშეკრულება დეკემბერში ამოეწურა. იწერებოდა, რომ შუახაზელი კარიერას უნიონ ბერლინში გააგრძელებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა და 30 წლის ნახევარმცველი კვლავ თავისუფალი აგენტია.
რაც შეეხება ქონიასპორს, გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 27 ქულით მე-8 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ქონიასპორში 2 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია თამაშობდა.