ისკო სერია ა-ში? იტალიელები ზაფხულამდე ვეღარ იცდიან

ისკომ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მისი დამატება ფიორენტინას სურს. იგივე წყარო ირწმუნება, რომ იტალიელები ზაფხულამდე მოცდას არ აპირებენ და ისკოს გადაბირებას ზამთარშივე შეეცდებიან.

29 წლის ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მადრიდელები ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისკოს გაყიდვა წესით რეალსაც უნდა აწყობდეს.

მიმდინარე სეზონში ისკო ძალიან ცოტას თამაშობს. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე 9 მატჩი და 1 გოლია. აღსანიშნავია, რომ ალარკონი ძირითადში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა, ჩემპიონთა ლიგაში კი არ უთამაშია.

რაც შეეხება ფიორენტინას, ფლორენციელებს ევროტურნირებზე გასვლა აქვთ დაგეგმილი და გაძლიერებას სერიოზულად აპირებენ. გუნდი სერია ა-ში 32 ქულით მე-6 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტორინოსთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *