მადრიდის რეალი ისკოსთან დამშვიდობებას აპირებს, მაგრამ მოახერხებს? ერთი წინადადებაც კი არ მიუღიათ… და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისკოს უფასოდ უშვებენ.
29 წლის ნახევარმცველი, კარგა ხანია, სათადარიგო სკამის ფეხბურთელია. მაგრამ წელიწადში 6,5 მილიონ ევრო აქვს ხელფასი, ამდენს კი, აბა, რომელი კლუბი გადაუხდის? სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაა, რომ ისკოზე ერთი წინადადებაც კი არ მიუღია რეალს (როგორც Abc.ES წერს).
არადა საუბარია ფეხბურთელზე, რომელმაც თავის დროზე Golden Boy მოიგო და რომელზეც წერდნენ, ახალი ინიესტა მოდისო.