ისრაელ ადესანიას რეაქცია ილია თოფურიას ეფექტურ გამარჯვებაზე [VIDEO]

UFC 282-ზე ილია თოფურიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა – ეს ქართველისთვის მე-13 გამარჯვება იყო. ილიამ ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში, მხრის დამკუთხედით დააფინიშა.

ამ ბრძოლას თვალი ადევნა UFC-ს საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ. ადესანიას ყურადღება ბრძოლამ თავიდანვე მიიპყრო – “ამას თვალს ვერ მოვაშორებ”. ილიას ძლიერი დარტყმების, ეფექტური შეტევების და ფინიშის შემყურე ადესანიამ გაოცება არ დამალა.

იხილეთ ვიდეო:

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *