ისტორიაში პირველად! – ინგლსის ნაკრები ევროპის ფინალშია! [ვიდეო]

ის უცნაური ფაქტი, რომ ფეხბურთის შემქმნელი ქვეყანა აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასული არ იყო – დასრულდა! დამატებით დროში, ინგლისის ნაკრებმა დანია დაამარცხა!

 

მიუხედავად მარცხისა, სკანდინავიელებს, არა მხოლოდ ამ შეხვედრის, არამედ ჩატარებული ტურნირის გამო, მხოლოდ ქება ეკუთვნით.

 

პირველ ნახევარში, თანაბარი თამაში და ორი გოლი ვიხილეთ – 30-ე წუთზე, დამსგორმა ჯარიმა, როგორც ძლიერად, ასევე ოსტატურად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ამ გოლიდან 9 წუთში, ინგლისმა გაათანაბრა – კიაერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ასე რომც არ მომხდარიყო, თითქმის 100%-იანი გარანტიით, სტერლინგი ამ შეტევას გოლით მაინც დაასრულებდა.

 

დამატებითი დრო მთლიანად ინგლისის იყო. “სამი ლომი” უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ენერგიაც ჰქონდა (გრილიში შეხვედრაში 69-ე წუთზე, ჰენდერსონი და ფოდენი კი 95-ზე ჩაერთვნენ) და გამალებით უტევდა. ერთერთ ეპიზოდში, სტერლინგი საჯარიმოში წაიქცა და საკამათო თერთმეტმეტრიანი დაინშნა, რომელსაც VAR-იც დაეთანხმა. პენალტი კასპერ შმეიხელმა კეინს აუღო, თუმცა ტოტენჰემის ფორვარდი ბურთთან პირველი გაჩნდა და დამატებაზე ინგლისი წინ მაინც გაიყვანა.

 

დანარჩენი დრო, საუთგეიტის შეგირდები ბურთს აგორავებდნენ და ძალა გამოცლილ მეტოქეს არაფრის შესაძლებლობას აძლევდნენ.

 

მაშ ასე, 11-ში ფინალია: ინგლისი – იტალია…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *