პსჟ-ის შემტევის, კილიან მბაპეს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ფრანგის შეძენა რეალს ზაფხულში სურდა, პარიზელებს 200 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
ფეხბურთელს პსჟ-თან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება, იანვარში კი ნებისმიერ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება. როგორც რეალთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ფლორენტინო პერესი ისტორიაში ყველაზე დიდი ბონუსის გაცემას აპირებს – თუ კილიანი, როგორც თავისუფალი აგენტი, მადრიდულ გრანდს აირჩევს, ის 80 მილიონ ევროს მიიღებს.
რას უპასუხებს პსჟ, ეს ჯერ უცნობია…