ის დაბრუნდა…

 

კორონავირუსის გადატანისა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, იოზუა კიმიხი ბაიერნს საბოლოოდ დაუბრუნდა. ის რეკორდმაისტერისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში.

პარასკევს, გლადბახთან შეხვედრაში, ის, სავარაუდოდ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს და არა ცენტრში, როგორც, ტიაგოს წასვლის შემდეგ, მივეჩვიეთ.

თან ბაიერნმა შურისძიება მართებს. მოგეხსენებათ, ამ სეზონში, თასზე, გლადბახმა მიუნხენელებს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა..

კიმიხი მოედანზე 6 ნოემბრის შემდეგ არ გვინახავს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *