მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა თავის ფეხბურთელს დიდ პატივს სცემს, მაგრამ ჰაკიმ ზიეში განსაკუთრებულია.
„რასაც ზიეში აკეთებს, არაჩვეულებრივია. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. ჰაკიმს ახლა დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, თუმცა დიდ სიყვარულსაც ვაგრძნობინებთ.
ზოგი ამბობს ყველა ფეხბურთელს ერთნაირად უნდა მოექცეო, მაგრამ ასე არ არის. ჰაკიმი უბრალოდ ერთი მოთამაშე არ არის. ისევე, როგორც აშრაფ ჰაქიმი.“ – ამბობს რეგრაგი.