რა მოხდა იმ მომენტში…

ფრანგმა ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ ის ეპიზოდი გაიხსენა. ის! უკვე მიხვდებით, რომელიც… მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, მსაჯის მიერ დამატებული წუთები, პირისპირ გასვლა, თითქოს კარგი დარტყმაც და არგენტინელი მეკარის ემი მარტინესის მოგერიება.

„დღემდე ვნახულობ ამ მომენტს და უკვე ზეპირად ვიცი. იმ წამის მეასედებში გავიფიქრე: „რანდალ, კარში ზუსტად დაარტყი!“. ახლო კუთხეში გადავწყვიტე, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ასეთია ბედი, მე ეს დუელი წავაგე.

…რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტიც მქონდა. მბაპეზე პასი შეიძლებოდა, მაგრამ იმ წამს არ დამინახავს. იმ წამში სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ახლა უკვე ვეღარაფერს გავაკეთებ, ეს მომენტი კი ცხოვრებაში სამუდამოდ დამრჩება“ (beiN Sports)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *