ის ახლა პირველია! Mundo Deportivo-ს ვრცელი სტატია მამარდაშვილზე…

MUndo Deportivo-მ, Deporte Valenciano-მ და Eldesmarque-მ ვრცელი სტატია მიუძღვნეს გიორგი მამარდაშვილს. აღნიშნულია, რომ ქართველმა მეკარემ ვალენსიას მწვრთნელ ბორდალასს თავსატეხი გაუჩინა.

იდეაში მამარდაშვილი თვენახევრის წინ მესამე-მეოთხე გოლკიპერი იყო რივეროსთან ერთად, ახლა კი… პირველია!

პოპულარული Mundo Deportivo: “197-სანტიმეტრიანი ქართველი წინასასეზონო მატჩებში ვალენსიის მთავარი აღმოჩენაა. ის მეკარეა, რომელმაც შარშან კარგი მატჩი ჩაატარა გრანადას წინააღმდეგ, როცა თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა. მან უკვე ოთხი მატჩი ჩაატარა და სამში გოლი არ გაუშვია. მილანთან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.

…ახლა გადასახედია, მამარდაშვილის კარგი თამაში რამდენად იმოქმედებს ვალენსიის სატრანსფერო გეგმებზე. მწვრთნელმა ბორდალასმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ სილესენს პირველ მეკარედ განიხილავს, მაგრამ შესაძლოა გაათავისუფლონ გუნდიდან ჯერ მაღალი ხელფასის და მეორეც, გაუთავებელი ტრავმების გამო. უნდა ვივარაუდოთ, რომ სილესენი-დომენეკიდან ერთ-ერთი ამ ზაფხულს დატოვებს ვალენსიას. ან გაყიდიან, ან იჯარით გაუშვებენ. ყველაზე ლოგიკური ეს მიმართულებაა“.

„სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა მამარდაშვილს შანსი მისცა, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა. ის ფანებსაც ძალიან მოსწონთ. აშკარაა, რომ დომენეკმა კონკურენცია ჩააგდო ორი მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ ტრავმა აქვს და უმოქმედოდ არის. მეორე: იმიტომ, რომ ბოლო პერიოდშიც არადამაჯერებლად იდგა კარში.

…მამარდაშვილი რომ ბორდალასის გუნდში უნდა დარჩეს, ამაში ეჭვი აღარ არის შესატანი. ყველა მატჩი კარგად ჩაატარა. მილანთან კი განსაკუთრებულად კარგი იყო. ქართველს დებიუტი ჰქონდა მესტალიას სტადიონზე, მაგრამ ნერვიულობის გარეშე ითამაშა. ორჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან“.

ვალენსიამ მილანს პენალტებში მოუგო (0:0 ძირითადი დრო) და ტროფეო ტარონხა მოიპოვა. მოკლედ, მამარდასვილი მცირე ტიტულით იწყებს.

აი, რას წერს Eldesmarque: “მამარდაშვილი მილანთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. 62-ე წუთზე ბრაჰიმ დიასს ურთულესი ბურთი აუღო. ახალგაზრდა ქართველი დამაჯერებლად იდგა კარში. ბორდალასს ერთი კარგი ფიგურა შეემატა მისი სახით“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *