“ის უნივერსალია!” (ბუდუ-19)

ბუდუ ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა გერმანიის კარლსრუესთან. დღეს ოფიციალურად გამოცხადდა: 2.5 წლიანი ხელშეკრულება. ბუდუ 19 ნომრით ითამაშებს…

კარლსრუეში ადრე ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა. იმ დროს გუნდი ბუნდესლიგაში იყო. ამ კლუბში ოლივერ კანიც იყო… სწორედ იქიდან გადავიდა ბაიერნში. ახლა კი კარლსრუე მეორე ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა (ბოლოდან მეოთხეზე).

ზივზივაძე ბოლოს უნგრულ ფეჰერვარში გახლდათ და შარშან ბუნდესლიგის გუნდსაც გაიტანა ლამაზი გოლი: კიოლნს…

ოლივერ კროიცერი (კარლსრუეს სპორტული დირექტორი): “ზივზივაძე შარშან ზაფხულსაც გვაინტერესებდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა. ბუდუ არის ფორვარდი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც შეტევის ხაზს გააძლიერებს. უნივერსალია, მუდამ სახიფათო მეტოქისთვის“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *