“ის ფანტასტიკურია”… ჯერარდი სახლში ბრუნდება

სტივენ ჯერარდი ენფილდზე ბრუნდება… პრემიერლიგის უახლოესი ტურის მთავარი ინტრიგა. ლივერპული-ასტონ ვილა შაბათს გაიმართება. ჯერარდი ბირმინგემულ კლუბში ნოემბერში დანიშნეს და აი, მალევე უწევს ლივერპულთან დაპირისპირება.

წითლების ლეგენდარულმა კაპიტანმა იურგენ კლოპზე ისაუბრა:

„მას ჩემი შექება არ სჭირდება. ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფანტასტიკური მწვრთნელია. კლოპი ყოველთვის კარგად მექცეოდა, მხარს მიჭერდა, საინტერესო რჩევებს მაძლევდა. მისი რჩევები დამეხმარა ფეხბურთელიდან მწვრთნელად ტრანსფორმაციაში.

…როგორც ფეხბურთელმა, დაპირება შევასრულე, რომ ლივერპულის წინააღმდეგ არ მეთამაშა. ახლა მწვრთნელის რანგში ვარ. მესმის, რომ ხმაური ახლავს ამ თამაშს, რადგან ვბრუნდები ლივერპულში, სადაც დაუვიწყარი წლები გავატარე“ (ასტონ ვილას ოფიციალური საიტი)

ინგლისში ის თამაშიც გაიხსენეს, როცა ასტონ ვილამ 7:2 მოუგო ლივერპულს. ეს წარმოუდგენელი რამ შარშანწინ მოხდა…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *