საფრანგეთში ფსევდოდოკუმენტური რგოლი გადაიღეს: „რამოსის აჩრდილი“. ეს იუმორია… როგორც იცით, ესპანელი ვარსკვლავი ზაფხულში გადავიდა პსჟ-ში, მაგრამ ტრავმის გამო არ ჩანს და გუნდს ვერ ეხმარება. რამდენიმე დღის წინ კლუბმა გამოაცხადა, რომ რამოსი კიდევ ათიოდე დღე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.
ამ იუმორისტულ რგოლში კი პსჟ-ის არარსებული ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ ნახეს ვიღაც ადამიანი სტადიონზე, რომელიც რამოსს ჰგავდა და მიიჩნიეს, რომ მისი აჩრდილია…
„ვარჯიშზე რონდოს ვთამაშობდით, როცა ვიღაც ტატუირებული კაცი გამოჩნდა წვერებით. ესპანურად ლაპარაკობდა. როცა მოვიხედე, ის გაქრა. ძალიან შემეშინდა“ – ამბობს ერთ-ერთი „მოწმე“ ამ ვიდეორგოლში.