იტალია ევროპის ჩემპიონია

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის გამარჯვებულია. გუნდი, რომელმაც ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა  და მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. სკუადრა აძურამ ინგლისთან ფინალში 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 3:2 მოიგო.

მატჩი ინგლისელთა უპირატესობით და მათი სწრაფი გოლით დაიწყო. მეორე წუთზე ტრიპიერის ჩაწოდების შემდეგ, ლუკ შოუმ შეაგდო. პირველმა ტაიმმა ბრიტანელთა კარნახით ჩაიარა.

მეორე ნახევარში იტალიამ მოუმატა და ამან შედეგი გამოიღო. 67-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ინგლისელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ფრთხილობდა. აღსანიშნავია, რომ დონარუმაც და პიკფორდიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. საბოლოოდ პენალტების სერია და სკუადრა აძურამ 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ინგლისელთა სამივე მოთამაშე, (რაშფორდი, სანჩო, საკა), რომლებმაც პენალტი გააფუჭეს, შეცვლაზე შესულები იყვნენ.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო, სკუადრა აძურამ პირველად ეს 1968 წელს მოახერხა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონარდო ბონუჩი დაასახელეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჯიჯი დონარუმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *