იტალიელებს მაგარი მცველები სულ ჰყავდათ და ახალ თაობაშიც მოდის ერთი განსაკუთრებული. მისი სახელ-გვარია ჯორჯო სკალვინი, რამდენიმე დღის წინ გახდა 19 წლის და უკვე ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.
სკალვინი ატალანტას ფეხბურთელია, სერია ა-ში მუდმივად თამაშობს და იტალიის ნაკრებშიც 3 მატჩი უკვე ჩაატარა.
გაირკვა, რომ მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ინტერი და იუვენტუსი დაინტერესებულები არიან სკალვინის შეძენით. იტალიური პრესა წერს, რომ ატალანტა სკალვინის სანაცვლოდ 50-55 მილიონ ევროს მოითხოვს და გრანდებიც მზად არიან გადასახდელად. ფავორიტად კი ამ ეტაპზე იუვენტუსს მიიჩნევენ.